22 ნოემბერი 2026, 17:09
ნატოს საბჭო რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე იმსჯელებს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბება. განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.
შეხვედრაზე პოლონეთის მხარეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარმოადგენს. ცნობისათვის, 20 ნოემბერს დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს სამი რუსული საფრენი აპარატი პოდკარპაცკიეს და ლუბლინის რეგიონებში ჩამოვარდა.





