კიევი და ლონდონი დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
მსოფლიო

ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა დრონების ერთობლივი წარმოების საპროექტო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის უკრაინული „მიდლ სთრაიკისა“ და „დიფ სთრაიკის“ ტიპის დრონები გაერთიანებულ სამეფოში დამზადდება. მათ უკრაინელი ჯარისკაცების საჭიროებებისთვის გამოიყენებენ.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შემდგომ ნაბიჯებზე; კერძოდ, არსებული მარაგებიდან LMM ტიპის რაკეტების ახალი პარტიების მიწოდების დაჩქარებაზე, ასევე უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობების გაზრდასა და უკრაინული წარმოების რაკეტების მოდერნიზაციაზე.





