22 ნოემბერი 2026, 17:41
ზაგრებში ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფილი სპორტსმენის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ხორვატიის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ზაგრების ცენტრში შეკრებილებმა ფსიქიატრიულ კლინიკაში 32 წლის კრისტიან იოსიპ პერისის გარდაცვალება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მომხდარზე პასუხისმგებელთა დასჯას მოითხოვდნენ.
ყოფილი სპორტსმენი და მწვრთნელი კრისტიან იოსიპ პერისი 21 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ აფარებენ კლინიკის თანამშრომლები ბალიშს საწოლში მყოფ პაციენტს. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.





