22 ნოემბერი 2026, 17:54
მედია: ზოგიერთი ევროპელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ფიშინგშეტევის სამიზნე გახდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ზოგიერთი ევროპელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ფიშინგშეტევის სამიზნე გახდა. ფრანგული Le Monde-ის ინფორმაციით, კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული დანაყოფი დგას.
ფიშინგი კიბერდანაშაულისა და ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როდესაც თავდამსხმელი მოტყუების გზით ცდილობს მოიპოვოს ადამიანის პერსონალური, კონფიდენციალური ან ფინანსური მონაცემები.





