22 ნოემბერი 2026, 17:23
ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Getty Images
გაზიარება
სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. მან ბრიუსელი ევროკავშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში „პოლიტიკურ შანტაჟში“ დაადანაშაულა.
როგორც სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა არა ომის დასრულებას, არამედ კონფლიქტს გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.





