22 ნოემბერი 2026, 17:15
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა „მეგობარი“
მსოფლიო

ფოტო: AP
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო. თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო დადო, რომელზეც ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ერთად არის გადაღებული.
ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრისას მან პუტინს მეგობარი უწოდა.





