20 ნოემბერი 2026, 17:32
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსკოვი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტზე მუშაობს
მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტზე მუშაობს.
რიაბკოვის თქმით, საუბარია დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლების ვიზიტზე.
„თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა [პუტინმა] ჩინეთში ყოფნის დროს აღნიშნა ჩვენი გადაწყვეტილება, მოვიწვიოთ მოსკოვში ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლები. ეს არის უახლესი ამბავი, რასაც განვიხილავთ და რაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.





