16 ნოემბერი 2026, 17:16
Bloomberg: ტრამპი ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხის განხილვას არ გეგმავს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
Bloomberg-ის ცნობით, ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზე, დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხის განხილვას არ გეგმავს. სააგენტო წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი სამმხრივ შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში ვითარებასა და ირანის თემის განხილვას აპირებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი შეხვედრას საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკის ძლიერი როლის დემონსტრირებისთვის გამოიყენებს.
დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 19 ნოემბერს უნდა შეხვდნენ.





