სიკორსკი მიიჩნევს, რომ აშშ-რუსეთი-ჩინეთის სამიტზე რუსეთის ნაცვლად ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი
მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი
ფოტო: Facebook
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ აშშ-რუსეთი-ჩინეთის სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან, რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი.
სიკორსკის აზრით, გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები რუსეთთან არ უნდა იყოს განხილული. ის დაუშვებელს უწოდებს რუსეთის გლობალურ ზესახელმწიფოდ დასახელებას და ამბობს, რომ ეს სტატუსი მოსკოვმა დიდი ხანია დაკარგა და ამიტომ სამმხრივი შეხვედრა ამერიკის, ჩინეთისა და ევროკავშირის ფორმატში უნდა გაიმართოს.
„ეს უნდა იყოს შეხვედრა „სამკუთხედის“ ფორმატში: ჩინეთი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი“, - აცხადებს სიკორსკი.





