15 ნოემბერი 2026, 14:35
ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ დაშვებისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის განცხადებით, ღაზაში ბოლო პერიოდში მომხდარმა წყალდიდობებმა და ზამთრის მკაცრმა პირობებმა ისედაც გამოფიტული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, გაზარდა საფრთხე და გააღრმავა ადამიანური ტანჯვა.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა ნებისმიერ ვითარებაში აუცილებელია.





