რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
მსოფლიო

ფოტო: Facebook
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. უკრაინული მხარის განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს.
რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო კიევის ზოგიერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშეა. ანალოგიური ვითარებაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა „უკრენერგომ“ რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მორიგეობით გათიშვის შესახებ განაცხადა. შეზღუდვები დღის განმავლობაში როგორც საცხოვრებელ სექტორს, ისე ბიზნესობიექტებს შეეხო.





