პარიზის ცენტრში, საიუველირო კომპანია De Beers-ის მაღაზიაში შეიარაღებულმა ჯგუფმა ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. ვიდეო
მსოფლიო

პარიზის ცენტრში, საიუველირო კომპანია De Beers-ის მაღაზიაში შეიარაღებულმა ჯგუფმა ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. ინციდენტი ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დამნაშავეებმა კი ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
როგორც პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი შეიარაღებული ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება მოხდა და უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრი შემოიფარგლა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთა ნაწილი ადგილიდან სკუტერებით მიიფარა და მათ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ.
ნაძარცვის ზუსტი ღირებულება ამ დროისთვის ზუსტდება, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, მან მილიონ ევროს გადააჭარბოს.





