სი ძინპინი ტაივანზე: ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია - სამშობლოს სრული გაერთიანება უნდა განხორციელდეს და ის აუცილებლად განხორციელდება
მსოფლიო

ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ხუთშაბათს. მან ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ურყევი ისტორიული მისიაა“ - აღნიშნა სი ძინპინმა პეკინში, ხალხთა დიდ დარბაზში სიტყვით გამოსვლისას.
„ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია. სამშობლოს სრული გაერთიანება უნდა განხორციელდეს და ის აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა მან.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი „მშვიდობიანი გაერთიანებისა და „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პოლიტიკას“ მიჰყვება და მზადაა ტაივანთან მოსალაპარაკებლად, „ერთი ჩინეთის პრინციპის“ დაცვით.





