ისრაელის ოპოზიციური პარტია „იაშარის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის ჩასანაცვლებლად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება, სწრაფად აპირებს
მსოფლიო

გადი აიზენკოტი
ისრაელის ოპოზიციური პარტია „იაშარის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის ჩასანაცვლებლად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება, სწრაფად აპირებს. განცხადება მან ისრაელის ახალი პარლამენტის ფიცის დადების ცერემონიამდე გააკეთა. მთავრობის ფორმირებისთვის აიზენკოტს 28 დღე აქვს მიცემული.
საჭიროების შემთხვევაში, ვადა შესაძლოა 14 დღით გახანგრძლივდეს. თუ ამ პერიოდში ის მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, მანდატი შესაძლოა ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაეცეს.
თუ მთავრობის ფორმირებას ვერც მეორე კანდიდატი შეძლებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა ექნება.





