ტყვეები საკუთარ სამშობლოში - შოკისმომგვრელი კადრები უკრაინიდან. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ვისი დავალებით იქცნენ რუსულ ტყვიას გადარჩენილი უკრაინელები საკუთარ სამშობლოში ტყვეებად - მთელი მსოფლიო გამოძიების შედეგებს ელოდება. შოკისმომგვრელი კადრები ვიხილეთ უკრაინიდან.
კიევის მახლობლად მდებარე შენობიდან ომს გაქცეული და შემდეგ დაკავებული სამხედროები გაათავისუფლეს - გავრცელებული ცნობებით, მათ სასტიკად აწამებდნენ.
მსგავსი საიდუმლო ოთახები, როგორც ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, ქვეყნის მასშტაბით არაერთია.
კორუფციულ ბიზნესად ქცეული სამხედრო გაწვევა და განუკითხაობა უკრაინაში, ქვეყანაში, რომელიც ევრობიუროკრატიის აზრით, საქართველოზე წინ არის განვითარებით.
„იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად ჩაწერა უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას სისტემურ წამებაში ადანაშაულებენ და არც კი აყენებენ ეჭვქვეშ ამ ინფორმაციის ნამდვილობას.
ტყვეები საკუთარ სამშობლოში - ნახეთ ლეო სიხარულიძის საავტორო რეპორტაჟში.





