03 ნოემბერი 2026, 18:51
ზელენსკი: ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, აშშ და რუსეთი ვერ გადაწყვეტენ, გახდება თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
Reuters
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე.
„ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, აშშ და რუსეთი ვერ გადაწყვეტენ, გახდება თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნების მხარდაჭერა, ეს ქვეყნები კი უშუალოდ ევროპაში მდებარეობენ.




