დონალდ ტუსკი: მივიღე ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთში შეიარაღებულ პირთა შემოჭრა იგეგმება. გვაქვს ცნობები გუშინდელი ღამიდანაც, რომ პოლონეთისა და რუსეთის საზღვარზე საეჭვო ქმედებებია
მსოფლიო

დონალდ ტუსკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შეჭრა იგეგმება.
„მივიღე ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შემოჭრა იგეგმება. შუაღამის შემდეგ საზღვრის დაცვის სამსახურისგან მივიღე ინფორმაცია, რომ პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე საეჭვო ქმედებები შენიშნეს. დაინახეს ფანრებით აღჭურვილი პირები“, - განაცხადა ტუსკმა მთავრობის სხდომაზე.
პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდო შეჭრა იმ დროს ხდება, როცა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მძვინვარებს.
„თუმცა რა უცნაურად ხელსაყრელ დროს ხდება ეს ყველაფერი - სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნის კონსტიტუციურ ორგანოებს ძალისმიერი გზით ხელში იგდებენ“, - დასძინა მან.




