22 ოქტომბერი 2026, 08:21
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში დღეს დაგეგმილი აქციები აკრძალა
მსოფლიო

ფოტო: France 24
გაზიარება
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში დღეს დაგეგმილი აქციები აკრძალა. როგორც ლიონის პრეფექტმა ეტიენ გიომმა განაცხადა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, აქციის აკრძალვის გადაწყვეტილება ძალადობის თავიდან აცილებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.
პარიზში კი ამ დრომდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 20:00 საათიდან აკრძალულია შეკრებები ელისეს სასახლის, ეროვნული ასამბლეის, სენატისა და შანზ-ელიზეს მიმდებარე ტერიტორიებზე.





