ჯარედ კუშნერის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე მხარეებმა იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლის ჯარედ კუშნერის განცხადებით, უკანასკნელ ორ დღეში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმედისმომცემი პროგრესი გვაქვს. მე და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მადლიერებას გამოვხატავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობისთვის და ასევე ჩვენი უკრაინელი, ევროპელი და რუსი კოლეგების მიმართ, რომლებიც კონსტრუქციულად არიან ჩართულნი პროცესში.
წინ ჯერ კიდევ ბევრი რთული სამუშაოა, თუმცა გვაქვს რეალური შესაძლებლობა, დავასრულოთ ეს ომი და შევქმნათ საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, რაც მომავალ თაობებსაც გადაეცემა“, - დაწერა კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში.





