რესპუბლიკელმა სენატორებმა მწვავედ გააკრიტიკეს სტივ უიტკოფი, რომელმაც პუტინს ჰუმანისტი უწოდა
მსოფლიო

სტივ უიტკოფი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
რესპუბლიკელი სენატორები მწვავედ აკრიტიკებენ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც პუტინთან შეხვედრისას მას „ჰუმანისტი“ უწოდა. სენატორმა ტომ ტილისმა უიტკოფს სიტყვა „ჰუმანისტის” მნიშვნელობა შეახსენა და ურჩია, „იმ უკრაინელი ბავშვების ნათესავებს გაესაუბროს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა“.
უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც, რომელმაც უიტკოფს შეახსენა, რომ პუტინი მკვლელია.
ცნობისთვის, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი პატიმრობიდან გაათავისუფლა.





