ჯეი დი ვენსი: ვეთანხმები სტივ უიტკოფს. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: X
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ჯეი დი ვენსმა განაცხადა, მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამერიკის მოქალაქე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა და არა ის, თუ რა უთხრა უიტკოფმა პუტინს.
„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, - განაცხადა ვენსმა.





