21 ოქტომბერი 2026, 22:16
სტივ უიტკოფი პუტინს: ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ
მსოფლიო

გაზიარება
თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ, - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრისას.
„გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - დასძინა სტივ უიტკოფმა.
სტივ უიტკოფის განცხადებას რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.





