უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად - საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიო

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
მრავალწლიანი პატიმრობა, სოლიდური ჯარიმები და უცხოური ფინანსური ნაკადების სრული ბლოკირება - ემანუელ მაკრონის ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებსა და არჩევნებში გარე ჩარევის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს.
ფრანგი სენატორები დემოკრატიული ინსტიტუტების მთავარ საფრთხედ საარჩევნო მანიპულაციებს ასახელებენ და პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი უცხო ქვეყნის, მათ შორის მოკავშირეების მონაწილეობას კატეგორიულად კრძალავენ.
თბილისში მიაჩნიათ, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ინიციატივამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის სისწორე და საბოლოოდ გააშიშვლა ის უსაფუძვლო კამპანია, რომელიც ქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნინი გოგიშვილის სიუჟეტი.





