CNN: ნიუ მექსიკოს სასამართლომ კომპანია Meta 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ნიუ მექსიკოს შტატის მოსამართლემ კომპანია Meta-ს 25 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიას საზოგადოება წლების განმავლობაში „ფეისბუქის“ მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ შეცდომაში შეჰყავდა და მონაცემები მათი ნებართვის გარეშე სხვა ადამიანებს გადაეცემოდა.
საქმე „კემბრიჯ ანალიტიკის“ სკანდალს უკავშირდება. ეს კომპანია მილიონობით მომხმარებლის მონაცემებს უკანონოდ იყენებდა, მათ შორის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta-მ შტატის კანონები 43 მილიონზე მეტჯერ დაარღვია.





