22 ოქტომბერი 2026, 12:50
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში CNN-ის ჟურნალისტს სულელი უწოდა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში CNN-ის ჟურნალისტს სულელი უწოდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ არ დაუწესა შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები.
შეკითხვით გაბრაზებულმა ტრამპმა CNN-ის რეპორტიორს დაბალი IQ-ს მქონე ადამიანი, ტელეარხს კი ყალბი ამბების გამავრცელებელი უწოდა.
„თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რაზე ლაპარაკობთ. თქვენ სულელი ბრძანდებით, დაბალი IQ გაქვთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს.





