უკან25 ნოემბერი 2026, 11:51
კალიფორნიასა და სან-ფრანცისკოში წყალდიდობაა
კალიფორნიასა და სან-ფრანცისკოში წყალდიდობაა. გადაუღებელმა წვიმამ შტატებში წყლის დონის მატება გამოიწვია, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები, შეზღუდულია ავტომობილებით გადაადგილება. ძლიერი ტალღების გამო პერუში რამდენიმე პორტი დროებით დაიკეტა. ტალღებმა საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სანაპირო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
გაზიარება













