კოლუმბიაში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია ტარდება
კოლუმბიაში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია ტარდება. კარტახენაში შეიარაღებულ პირებს სუპერმარკეტში მძევლად 20 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. 24 ნოემბერს, ნიღბიანმა მძარცველებმა საინკასაციო მანქანის გაძარცვა სცადეს, პოლიციის გამოჩენის შემდეგ კი თავი ახლომდებარე სუპერმარკეტს შეაფარეს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პოლიციის, სამხედროებისა და სპეცრაზმელების ალყაშია. მიმდებარე შენობებზე სნაიპერები არიან განლაგებულები. თავდამსხმელები დაახლოებით ორ მილიონ დოლარს, ორ ჯავშანმანქანას და ქალაქის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვენ.













