ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე ექვს ადამიანს ბრალდება წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე ექვს ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-24 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, იმპორტის გადასახადებისგან თავის ასარიდებლად, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ და მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ. ამ დოკუმენტების საფუძველზე, მათ 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს. ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, არ გადახდილი საბაჟო გადასახადები. ამ ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 76-ი ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.













