ათენში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს
ათენში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. დებატებზე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. ირაკლი მეზურნიშვილმა ილაპარაკა ოკუპაციასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობასა და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. ირაკლი მეზურნიშვილი ასამბლეის პლენარული სხდომის მეორე ნაწილს თავმჯდომარეობდა, რომლის ფარგლებშიც ხელმძღვანელობდა ეკონომიკური და განვითარების პოლიტიკის კომიტეტის სხდომას.













