უკან25 ნოემბერი 2026, 11:49
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. უწყების ცნობით, ელჩი 20 ნოემბერს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის შეჭრასთან დაკავშირებით დაიბარეს. პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსეთმა გუშინაც დაარღვია. ოფიციალური ვარშავა რუსეთს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გაზიარება













