ნარკოდანაშულის ბრალდებით ექვსი ადამიანია დააკავებული, მათ შორის ხუთი უცხოელია
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
დათესვა-მოყვანის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,
ექვსი ადამიანია დააკავებული, მათ შორის ხუთი უცხოელია. ამოღებულია 64 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, 48 შეკვრა „ალფა-პვპ“, ასევე, „კეტამინი“, „კოკაინი“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“ და ორ კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და თანხა. ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თბილისში ორი ადამიანი დააკავეს.
ამოღებულია 32 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „კოკაინი“ და „მეფედრონი“.
დანაშაულები, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.













