17 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად
17 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად. აფეთქებას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების სამსახური და მეხანძრე მაშველები ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე საათს მუშაობდნენ. აფეთქების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. თურქ ხალხს და თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
















