საკონსტიტუციო სასამართლოში რიგით მეცხრე სხდომა, კვლავ მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შუამდგომლობების დაყენებით დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოში რიგით მეცხრე სხდომა, კვლავ მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შუამდგომლობების დაყენებით დაიწყო, რაც მოსარჩელე მხარემ ტელედებატებად გადაქცევის მცდელობად შეაფასა. მოსამართლეთა პლენუმმა ნაწილობრივ დაუშვებლად ცნო „ლელოს“ მოთხოვნა საქმეში არსებული საჯარო მტკიცებულებებისა და სასამართლო აქტების არსებით განხილვაზე, ხოლო ნიკა გვარამიას შუამდგომლობა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების მოტივით გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადებას ითვალისწინებდა, სრულად უარყო.
















