საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა პარტიულ და სექტორულ დონეზე კიდევ უფრო ღრმავდება
საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა პარტიულ და სექტორულ დონეზე კიდევ უფრო ღრმავდება. პეკინში მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გზამკვლევს წარმოადგენს. მოლაპარაკებებისას მხარეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა და შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია განიხილეს. სავაჭრო-პოლიტიკური დღის წესრიგისა და კულტურული პროგრამის გარდა, პეკინში შეხვედრები გაიმართა ქალთა გაძლიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებითაც.
















