საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, საქართველოში დაახლოებით მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.















