საქართველო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ეკოლოგიური ტრანსფორმაციის გლობალურ ინიციატივას უერთდება და შუა დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს
საქართველო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ეკოლოგიური ტრანსფორმაციის გლობალურ ინიციატივას უერთდება და შუა დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ენერგოდამაკავშირებელი ხდება. ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენციაზე, რომელსაც ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება, ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის განვითარების 4 მთავარი მიმართულება გამოკვეთა. სრულად ელექტრიფიცირებული რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის სრული დატვირთვით ამუშავება და 2029 წლისთვის დაგეგმილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედება ქვეყნის მულტი-მოდალურ დაკავშირებადობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
















