საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის მშვიდობის ფორუმზე
რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების უფლებები, უსაფრთხოების გამოწვევები და მშვიდობა, როგორც საქართველოს არჩევანი - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე. მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის პოზიცია ვრცელ სიტყვაში წარმოაჩინა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
















