პოლიტიკოს ცნობით ნატოს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელს უკრაინის დასახმარებლად 7 მილიარდი ევრო არ ჰყოფნით
პოლიტიკოს ცნობით ნატოს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელს უკრაინის დასახმარებლად 7 მილიარდი ევრო არ ჰყოფნით. გამოცემის ინფორმაციით, თანხის ნაკლებობა შეაფერხებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და რაკეტების შესყიდვას. ეს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს უკრაინის თავდაცვას რუსული იერიშებისგან. საკითხის განხილვა ნატო-ს წარმომადგენლების უახლოეს შეხვედრებზეა დაგეგმილი, თუმცა დიპლომატები შიშობენ, რომ წლიური მიზნობრივი მაჩვენებლის სრულად დაფარვა შესაძლოა ვერ მოხერხდეს.















