საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტ-რწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის სასწავლო კურსს ატარებენ
საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტ-რწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის სასწავლო კურსს ატარებენ. სასწავლო პროგრამა სამკვირიანია,რომელიც ითვალისწინებს ონლაინ სესიებს და პირისპირ ტრენინგებს. მოსამზადებელი პროგრამა საგანგებოდ საქართველოს პატენტ რწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავდა. კურსი სრულიად უსასყიდლოდ ტარდება და მისი მიზანია კანდიდატთა სათანადო მომზადების ხელშეწყობა და საქართველოში პატენტ რწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერება. 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპი - 5 დეკემბერს გაიმართება.















