ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტს აჯამებს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ოპოზიციის დუმილი. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტს აჯამებს. ლევან მაჭავარიანი ვიზიტის მნიშვნელობის გარდა ყურადღებას ამახვილებს ოპონენტების დუმილზე, წერს, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართება. ლევან მაჭავარიანის მოსაზრებას ეხმიანება არჩილ გორდულაძე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად ჩინეთის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელო გამოდგა ოპოზიციური მედიისთვისაც.















