ბათუმში სრულად განახლებული მეექვსე საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბათუმში სრულად განახლებული მეექვსე საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება 385 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში განახლდა შიდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ენერგო ეფექტური გათბობა-გაგრილების სისტემები და გაუმჯობესდა სახანძრო უსაფრთხოება. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მეათე და მეთექვსმეტე ბაღების შენობების რეაბილიტაციაც. განახლებული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა.















