ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“, საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“, საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა. სტატიის მიხედვით, საქართველო ასევე პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაამყარა. ამავე სტატიაში წერია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34-ი წლის განმავლობაში, ორი ქვეყანა იცავდა ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას.















