თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელმა და პროგრამების კურატორმა პოლინ დე რეიმონმა წარუდგინა
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელმა და პროგრამების კურატორმა პოლინ დე რეიმონმა წარუდგინა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებსაც შეხვდა და ფრანგული კინოს განვითარებასა და სინემათეკის კოლექციაში დაცულ ფილმებზე ილაპარაკა ფესტივალის გახსნაზე კი მაყურებელმა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ აღდგენილი ორი ქართული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ და „XIX საუკუნის ქართული ქრონიკები“ იხილა.












