უკან01 ნოემბერი 2026, 11:11
საპროტესტო გამოსვლები ევროპის სხვა ქალაქებშიც გრძელდება
საპროტესტო გამოსვლები ევროპის სხვა ქალაქებშიც გრძელდება. ცხოვრების გაუარესებული პირობებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გასაპროტესტებლად გერმანიის დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ბერლინში, ფრანკფურტში, კიოლნსა და შტუტგარტში აქციები პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. არეულობა იყო იტალიის დედაქალაქ რომსა და ტურინშიც, ნიდერლანდებში კი პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.
გაზიარება












