უცხოური დაფინანსების რისკებსა და საკონსტიტუციო სარჩელის მნიშვნელობაზე იმსჯელეს გადაცემა „ღია ეთერში“
უცხოური დაფინანსების რისკებსა და საკონსტიტუციო სარჩელის მნიშვნელობაზე იმსჯელეს გადაცემა „ღია ეთერში“. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო პროცესის ხელისუფლების გამარჯვებით დასრულება ქვეყნის გამარჯვება იქნება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა კი განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და მისი შეზღუდვა აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ მომდევნო შაბათს, 7 ნოემბერს, „ღია ეთერი“ სრულად დაეთმობა 19 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას.












