სამცხე-ჯავახეთში ურბანული განახლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება
სამცხე-ჯავახეთში ურბანული განახლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება. აბასთუმანში კურორტის ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ძველი შენობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა იგეგმება. პარალელურად, ახალციხესა და ახალქალაქში ტექნიკური სტადიონები შენდება. ახალციხეში ასევე დაგეგმილია არსებული სტადიონის რეაბილიტაცია და რაგბის სტადიონის განვითარების საკითხიც განიხილება. პროექტები რეგიონში ტურისტული მიმზიდველობისა და სპორტული შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.












