პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის სატელევიზიო მიმართვა
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომპრომისებზე წასვლა დაუშვებელია. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. მან ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი, ასევე ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ კანონის უზენაესობის შერყევის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ცნობისათვის, 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვიეჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბარტლომეი სოხანსკის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოაცხადა და ტრიბუნალის ხელმძღვანელობა თავად გადაიბარა. ამ გადაწყვეტილებამ პოლონეთში მწვავე პოლიტიკური და სამართლებრივი დაპირისპირება გამოიწვია. პრეზიდენტმა ნავროცკიმ ღიად განაცხადა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა.












