შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს. დარახველიძემ ჩინელ კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების საქმიანობასაც გაეცნო.












