ერთ კონცერტად ქცეული საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა - 140-წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“, მაყურებელს შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“ წარუდგინა
ერთ კონცერტად ქცეული საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა - 140-წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“, მაყურებელს შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“ წარუდგინა. თბილისის სპორტის სასახლეში წარმოდგენილი ორსაათიანი საკონცერტო შოუ , ქართული სიმღერისა და ცეკვის უნიკალურ ნიმუშებს, ახალ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს აერთიანებდა. სცენაზე მომღერალმა და მოცეკვავე მსახიობებმა , კიდევ ერთხელ გააცოცხლეს სხვადასხვა კუთხის, ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ერისიონის განახლებული შოუ პროგრამა “ ქართული საგანძური“ სწორედ ამ ტრადიციისა და შემოქმედებითი განახლების, უწყვეტ გაგრძელებას წარმოადგენს

















