აჭარის მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულება, 2027 წლის პრიორიტეტები და მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს
აჭარის მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულება, 2027 წლის პრიორიტეტები და მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ილაპარაკა. როგორც აღინიშნა, რეგიონში გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების, ფრენებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. მაღალმთიან აჭარაში ზამთრის სეზონისთვის მზადება- გზების და კომუნიკაციების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მზადების პროცესსა და მოსავლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებზე, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება

















